დიდ ყურადღებას ვაქცევთ რუსოფობიის უპრეცედენტო დონეს ქვეყნებში - რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება დიდ ყურადღებას აქცევს რუსოფობიის უპრეცედენტო დონეს, რომელიც, მათი თქმით, უკრაინის სპეც-სამხედრო ოპერაციის ფონზე რიგ ქვეყნებში დამკვიდრდა.

უწყების განცხადებით, რუსი სტუდენტების, სპორტსმენების, კულტურული და სახელოვნებო ლიდერების დისკრიმინაციის კამპანია უკვე ღიად აგრესიულია.

უწყება წერს, რომ ყველა ფაქტი და ინციდენტი დაფიქსირებულია და სამართლებრივი შეფასებისთვის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემა, დამნაშავეები კი მოქმედი კანონმდებლობით მიეცემიან პასუხისგებაში.