დიდი ბრიტანეთი დუმის დეპუტატებს აქტივებს უყინავს და UK-ში მგზავრობას უკრძალავს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ასობით რუს პარლამენტარს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, UK რუსეთის პარლამენტის დუმის დაახლოებით 386 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას,  ქონებას უყინავს და  დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის უკრძალავს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და უკვე მეთექვსმეტე დღეა ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ინტენსიურად იბომბება ქალაქები, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონზე მეტმა ლტოლვილმა კი უკრაინა დატოვა.