დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 175 მილიონი ფუნტით დაეხმარება

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 175 მილიონი ფუნტით დაეხმარება, რაც ომის დაწყებიდან გამოყოფილ თანხას 400 მილიონ ფუნტამდე ზრდის.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა კანადის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.