დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში, გამოძიება უნდა ჩატარდეს – გახარია ჩანაწერებზე

პუბლიკა

„დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს საერთოდ რა არის“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული დოკუმენტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

„არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, მომიყვნენ. რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი. დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს საერთოდ რა არის. მანამდე, ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გახარიამ.