„ქართული ოცნების“ ოფისთან მმართველი პარტიის ლიდერები ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდაჭერების წინაშე წარდგნენ და აღნიშნული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გამარჯვებას აღნიშნავენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისი თქმით, დიდი გამარჯვებები წინ არის.
„10 წლის წინ, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები კიდევ წინ არის. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ის ეგზიტპოლები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის მიხედვით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:
კახა კალაძე – 51.3%;
ნიკა მელია – 34.6;
„ფორმულას“ ეგზიტპოლით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია „Edison Research“-მა ჩაატარა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 18:00-ის მონაცემით, ხმები ასე განაწილდა:
- კახა კალაძე – 43%
- ნიკა მელია – 39%
„მთავარი არხი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. „მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისის მასშტაბით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
•კახი კალაძე – 40.2%
• ნიკა მელია – 40.8%