დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომიც იქნება, ეგ უფრო მაწუხებს - იმნაძე

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ NCDC-ის პირდაპირ ჩართვაში იმედი გამოთქვა, რომ COVID-19-ის ვაქცინა შექმნის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე იყოს. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან. დამერწმუნეთ, რომ ძალით არავინ არავის არ აცრის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელმისაწვდომიც იქნება. ეგ უფრო მაწუხებს“, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მთავარია, ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისა და ქვეყნებისთვის.

„ყველა ქვეყანას ვაქცინაზე წვდომის შესაძლებლობა განსხვავებული აქვს“, – დასძინა ზახაშვილმა.