დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის
მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში
მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა – “რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.