„დიდი შვიდეული“ გაზს რუბლზე არ იყიდის - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარი უთხრეს.

„მინისტრები „დიდი შვიდეულიდან“ შეთანხმდნენ, რომ ეს იქნებოდა არსებული შეთანხმებების აშკარა დარღვევა. რუბლში გადახდა მიუღებელია და მოვუწოდებთ კომპანიებს, რომ არ შეასრულონ რუსეთის მოთხოვნა“, – განაცხადა ჰაბეკმა, რომლის ქვეყანაც, გერმანია ამჟამად ამ გაერთიანების თავმჯდომარეა.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „არამეგობრულ“ ქვეყნებს რუსული გაზის საყიდლად საფასურის გადახდა რუბლზე მოუწევდათ. პუტინმა ცენტრალურ ბანკს დაავალა მოენახათ გზა, რომ „გაზპრომს“ კონტრაქტებში შესაბამისი ცვლილებები შეეტანა.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთში მუშაობენ გაზის რუბლზე გაყიდვის სხვადასხვა მოდელზე და ამის გარეშე ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ აპირებენ.