ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი წერს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში ომის გამო ვლადიმერ პუტინი პასუხისგებაში მისცენ.
„G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი ომის გამო, რომელსაც პროვოცირება არ ჰქონია და უზრუნველყოს მისი სტრატეგიული მარცხი უკრაინაში, “- ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს.
პენტაგონის პრესპიკერმა, ჯონ კირბიმ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი.
„რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოიგონ ეს. ამას ადასტურებს ის შედეგები, რასაც თქვენ ხედავთ ყოველდღე… აბსოლუტურად, მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ“, – განაცხადა კირბიმ.