Reuters-ის ცნობით, ბავარიაში, G7-ის სამიტზე, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და სასურსათო კრიზისის განხილვაა დაგეგმილი, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსული ოქროს იმპორტი იკრძალება.
„შეზღუდვები, რომელთა შესახებაც დღეს განვცახადეთ, პირდაპირ რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას დაარტყამს“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სამშაბათს, 28 ივნისს გაავრცელებს.