დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ექვსი ეკიპაჟი.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
„პუბლიკას“ წყარო უყვება, რომ ხანძარია სავაჭრო ცენტრ „საბას“ საწყობის მიმდებარედ.