დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქება მოხდა. შემთხვევას ხანძარი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა შუახნის მამაკაცი, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.