თბილისში, დიღმის მასივში, სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში მაღაზიის თანამშრომელი დაჭრეს.
თვითმხილველები მედიასთან აცხადებენ, რომ მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება 19/108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში განგვიცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.