დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ ექსპრესფილიალში ერთი პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანხა გაიტაცა. თვითმხილველი „იმედინიუსს“ უყვება, რომ კაცს ნიღაბი ეკეთა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
დანაშაული 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.