„დილა მშვიდობისა უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - სააკაშვილი

პუბლიკა

„დილა მშვიდობისა საქართველო უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვიდა თუ არა ის საქართველოში. „პუბლიკა“ ინფორმაციის მოპოვებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცდილობს. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. პასუხი არ იციან არც შსს-ში.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.