„დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში“ – 20/30-იანელების პერფორმანსი

პუბლიკა

„მოძრაობა 20/30-იანელების“ წარმომადგენლებმა მცხეთის გამგეობასთან დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“ – ამბობენ მოძრაობის წევრები.

აქციის მონაწილეებს უკავიათ ბანერები წარწერებით:

„გახსოვდეს, ვინ გაქცია კაცად“

„ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ“

„სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ“

„დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში“

მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერებსაც აგროვებენ.