საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად 2018 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა.