თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. თუმცა უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს პირველ ივლისს მოუსმინეს. მათ შორის იყო დიმიტრი გვრიტიშვილიც.
დიმიტრი გვრიტიშვილი 2017-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. იგი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას მეორედ ცდილობდა. თავდაპირველად გვრიტიშვილი 2018 წლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაში მოხვდა.