პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარლამენტის პერსსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დეპუტატი უსიმპტომოა და თავს კარგად გრძნობს.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა 17 947 ტესტი, მათ შორის 13 244 ანტიგენის და 4 703 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, გარდაიცვალა 10 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.