დინამიკა სამწუხაროდ უარყოფითია, მდგომარეობა კვლავ მძიმეა - რატიანი კახი კავსაძეზე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ამბობს, რომ მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ამ წუთში, ბატონი კახის მდგომარეობას რაც შეეხება, დინამიკა, ჩვენდა სამწუხაროდ, უარყოფითია, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიდიოდა ყველაფრის მოცვით. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა“, – ამბობს ის.

მსახიობი კახი კავსაძე დეკემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.