„დინამო“და „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგას გამოეთიშნენ

პუბლიკა

თბილისის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ფარერის კუნძულების ჩემპიონთან, „კლაკსვიკსთან“ ანგარიშით 6:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი ტაიმი 1:0 ფარერების სასარგებლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მეტოქემ „დინამოს“ კარში 5 გოლი გაიტანა. „დინამომ“ მხოლოდ 71-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა.

„ევროპა ლიგის“ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ დამარცხდა 2:0-ით ესპანურ კლუბ „გრანადასთან“, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერია.

მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი გია ჭიაბრიშვილის გუნდს მეტოქემ 2 გოლით სძლია.

59-ე წუთზე, მსაჯის გადაწყვეტილებით, „ლოკომოტივის“ მცველი გიორგი გაბაძე, ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, თამაშს გამოეთიშა. თბილისურმა კლუბმა თამაში 10 ფეხბურთელით გააგრძელა.

ევროპალიგის მიმდინარე სეზონზე „ლოკომოტივმა“ რუმინული „კრაიოვა“ 2:1 და ასევე მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.