დის მიმართ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დუშეთში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.