დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება, როდესაც ადამიანი ეპიდუსაფრთხოებას იცავს - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს პოზიცია ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდვაქცინის საბუთის წარმოდგენის მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად.

გაბუნიას შეფასებით, დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება, როდესაც ადამიანი იცავს უსაფრთხოებას და იმავეს მოელის გარშემომყოფებისგანაც.

„ბიზნესუსაფრთხოებისთვის, აკადემიური და სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებს ვალდებულებას, რომ იქ, სადაც მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, გარკვეული წესები უნდა დავიცვა.

ეს არ ითვალისწინებს ვაქცინის სავალდებულოობას, არჩევანი რჩება – ვაქცინირებული, ან ტესტირებული პირი ან გადატანილი დაავადება, რაც არის იმის აღმწერი, რომ არ ვარ რისკის მატარებელი, განაცხადა გაბუნიამ.