დიტო სამხარაძე: ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძემ, რომელმაც გუშინ მმართველი პარტიის წინ აქციის მონაწილეებს აგინა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია.“

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ 8 საათზე დაიწყო. მოგვიანებით აქციის მონაწილეების ნაწილმა „ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა. ნაწილმა კი, მთავრობის სასახლესთან გაათენა ღამე. აქციის მონაწილეებმა დღეს დილით აქცია ადმინისტრაციის ეზოს შესასვლელთან გამართეს. მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის გამართვა იყო დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარკვეული აქტივობები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი შეკრების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.