დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს

პუბლიკა

თბილისის ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ.

როგორც გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში წერს, მას თავს სამი ადამიანი დაესხა. ვიდეოში ჰყვება იმასაც, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.