ფრანგული გაზეთი Libération იუწყება, რომ კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორს, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ფრანგულ თუ ჰოლივუდურ კინოში დამკვიდრებული კონვენციების რღვევაში, განსაკუთრებული აღიარება მოუტანა პირველმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. გოდარის შემოქმედება ათწლეულების განმავლობაში, დღემდე ახდენს გავლენას არაერთი რეჟისორის შემოქმედებაზე.