ჟინვალის წყალსაცავთან ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ამის შესახებ თვითმხილველები მედიასთან საუბრობენ.
მიკროავტობუსში მყოფი 9 ადამიანიდან, 3 გარდაიცვალა, მათ შორის 2 ადგილზე, 6 კი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-16 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.