ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, დღეს, 27 დეკემებრს გამოაცხადა.
თეონა ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.
თეონა ბაკურაძის თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებისას დასაბუთება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გააცნო სხდომაზე მისულებს.
თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო და 2020 წელს გაათავისუფლეს.