ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 78 ჟურნალისტი, ნათქვამია:
„ჩვენ, IPI გლობალური ქსელისა და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები, მკაცრად ვგმობთ საპროტესტო აქციებზე მიზანმიმართულ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღის დროს.
საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ ბნელ დროს, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც, წარმოუდგენლად მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად, აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირების სასიცოცხლო საქმიანობას.
მათი საქმიანობა შეუცვლელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების, არამედ განვითარებული მოვლენების შესახებ მსოფლიოს ინფორმირებისთვის.
ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, მიაყენეს სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაემუქრნენ და დააკავეს, ჩამოართვეს და გაუნადგურეს აღჭურვილობა. მათი მუშაობა არაერთხელ შეფერხდა. ამავდროულად, უცვლელად გაგრძელდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის სამთავრობო ცილისწამების კამპანიები.
მედიის ადვოკატირების ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე 90-მა ჟურნალისტმა განიცადა ფიზიკური და/ან სიტყვიერ შეურაცხყოფა ან წააწყდა დაბრკოლებას, რადგან პოლიციამ ძალადობრივად დაარბია საპროტესტო აქციები. დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობა წარმოადგენს თბილისში დაფუძნებულ დამოუკიდებელ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიებს.
მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმა საქართველოში ხდება პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების კიდევ შემცირების ფონზე. ბოლო რამდენიმე თვეა, მედია გარემო სულ უფრო მტრული და საშიში ხდება, რადგან იურიდიული და ინსტიტუციური ინსტრუმენტები გამოოიყენება კრიტიკული ხმების შევიწროებისა და შესამცირების მიზნით.
მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, ჩვენ შთაგონებული ვართ საქართველოს თავისუფალი მედიის სიმამაცითა და გამძლეობით.
თქვენი შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თქვენი გამბედაობა ჩვენთვის შთაგონებაა. კიდევ ერთხელ, ჩვენ სრული სოლიდარობით ვდგავართ თქვენთან”.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ანდრაშ პუსტაი – Telex.hu-ის აღმასრულებელი დირექტორი (უნგრეთი)
- მიროსლავა კერნოვა – Omediach.com-ის მთავარი რედაქტორი (სლოვაკეთი)
- ბურაკ უტუჩუ – სპეციალური კორესპონდენტი, Euronews (თურქეთი)
- ისა მიზირაი – ალბანეთის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (ალბანეთი)
- ლუკას ბურნარ – Medienhaus Andererseits-ის აღმასრულებელი დირექტორი (ავსტრია)
- ალექსანდრ ვოსტროვი – ბელორუსული საგამოძიებო ცენტრის დირექტორის მოადგილე
- დუნისანი ნცანვისი – Nthavela Newspaper-ის გამომცემელი (სამხრეთ აფრიკა)
- ფრედი გსტაიგერი – SRF-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე (შვეიცარია)
- ასენ იორდანოვი – Bivol.bg-ის დირექტორი (ბულგარეთი)
- ჯული ანტროპოვა – ჟურნალისტი (საფრანგეთი)
- ჯოვო მარტინოვიჩი – ჟურნალისტი, LUPA (მონტენეგრო)
- აჰმად ყურაიში – ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრის (AFJC) აღმასრულებელი დირექტორი
- შაჰიდ ვაფა – პაკისტანის ტელევიზიის კორპორაცია (პაკისტანი)
- ჯანლუკა ლივა – ჟურნალისტი (იტალია)
- კლაუს ბონანომი – რედაქტორი, Radio SRF (შვეიცარია)
- შარლ ბამბარა – ჟურნალისტი (ბურკინა ფასო)
- პოლინა ბახლაკოვა – თავისუფალი ჟურნალისტი (დანია)
- პეტრ ორალეკი – სტრატეგიის დირექტორი, ČTK (ჩეხეთი)
- როზალინე აკვეიბა ობაჰი – ჟურნალისტი, PR კომუნიკაციების აღმასრულებელი (დიდი ბრიტანეთი)
- იზაბელ პფაფი – ჟურნალისტი, SRF (შვეიცარია)
- ეჰსან აჰმედ სეჰარი – პაკისტანის სოფლური მედიის ქსელის პრეზიდენტი
- კლაუს ამანი – SRF-ის ეკონომიკის დეპარტამენტის რედაქტორის მოადგილე (შვეიცარია)
- კარლოს დადა – El Faro-ს დირექტორი (ელ სალვადორი)
- ალექსანდრა ტიანი – ვიდეოჟურნალისტი, Sphera Network (იტალია)
- მოჰამედ იბრაჰიმი – სომალელი ჟურნალისტთა სინდიკატის (SJS) პრეზიდენტი
- შარლოტ ჟაკმარი – SRF (შვეიცარია)
- ანუშკა დელიჩი – Oštro-ს მთავარი რედაქტორი (სლოვენია)
- ვაჰიდ ბატი – Ground Report-ის გარემოს რედაქტორი (ინდოეთი)
- ირმა დიმიტრაძე – ჟურნალისტი, ბათუმელები & ნეტგაზეთი (საქართველო)
- მაიკლ შუსტერი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი
- ბიორნ საბო – ჟურნალისტი, RA Stavanger (ნორვეგია)
- ემრე კიზილკაია – Journo.com.tr-ის რედაქტორი (თურქეთი)
- მიჰალ კლიმა – ჟურნალისტი (ჩეხეთი)
- მამან ბელო ჰამედი – Peoples Daily Newspaper-ის მთავარი რედაქტორი, აბუჯა (ნიგერია)
- ჯოფრი ეკენა – Sunday Telegraph-ის რედაქტორი (ნიგერია)
- ადრიან მოგოში – NewsRomania.net
- იულიუს ფინტელმანი – The European Correspondent-ის რედაქციის დირექტორი (ნიდერლანდები)
- კორინ ველა – Daphne Caruana Galizia Foundation (მალტა)
- პეტერ კოკაი – Press Freedom Foundation-ის ფინანსური დირექტორი (სერბეთი)
- ლინდა გრაჰამი – Broadcasting Scotland-ის აღმასრულებელი დირექტორი (შოტლანდია)
- პეტერ ჰანაკი – ჟურნალისტი, Aktuality.sk (სლოვაკეთი)
- იულია ტაპაინერი – თავისუფალი ჟურნალისტი (გერმანია)
- ვინიტ მალიკი – The Revelation-ის მთავარი რედაქტორი (გაერთიანებული სამეფო)
- გოხან ტანი – ჟურნალისტი (თურქეთი)
- ბარტოშ ვიელინსკი – Gazeta Wyborcza-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე (პოლონეთი)
- ქრისტოს კაზანცოგლუ – შინაარსის რედაქტორი (მედია)
- იაროსლავ კურსკი – ჟურნალისტი, Gazeta Wyborcza (პოლონეთი)
- დამირ დამპო – RTV SLON-ის აღმასრულებელი დირექტორი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- იბრაჰიმ კარცი – თავისუფალი ჟურნალისტი (გერმანია-თურქეთი)
- სევგილ მუსაევა – Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი (უკრაინა)
- ლინა კუშჩი – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პირველი მდივანი
- ანტუანეტ ნიკოლოვა – Balkan Free Media Initiative
- ეინარ თო – Haugesunds Avis-ის მთავარი რედაქტორი (ნორვეგია)
- ნატალია პახაიჩუკი – CID Media Group-ის თავმჯდომარე (უკრაინა)
- მელინ ლაფაბრი – Aidóni-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (საფრანგეთი)
- სანჯარ სოჰაილი – 8am Media-ს გამომცემელი (ავღანეთი/კანადა)
- ტიოკე იანოშ – Press Freedom Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი (სერბეთი)
- გალინა სიდოროვა – საგამოძიებო ჟურნალისტთა საზოგადოება – Fond 19/29 (რუსი ჟურნალისტი, საქართველოზე დაფუძნებული)
- ოლეგ გრიგორენკო – 7×7 Horizontal Russia, მთავარი რედაქტორი (რუსეთი, განდევნილი)
- ალ ნგრი მაინი – ჟურნალის “Attractive” (იემენი)
- პავოლ მუდრი – IPI-ის წევრი (სლოვაკეთი)
- იააპ არიენსი – ფოტოგრაფი, Sipa USA (პოლონეთი)
- დავიდ მირეიოვსკი – ტელე-რეპორტიორი (ჩეხეთი)
- ოუეის ასლამ ალი – პაკისტანის პრესის ფონდის (PPF) გენერალური მდივანი (პაკისტანი)
- სირომანი დუნგანა – დემოკრატიის მედიის ქსელის თავმჯდომარე (ნეპალი)
- ხუან დიეგო მონტენეგრო – ფოტოგრაფი, Tierra de Nadie (ეკვადორი)
- ანასტასია კორინოვსკა – რედაქციის პროდუქტის მენეჯერი, SUSPILNE (UA PBC) (უკრაინა)
- ემილია სერკანი – საგამოძიებო ჟურნალისტი (რუმინეთი)
- ალექს რაუფოგლუ – სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი, News Agency Turan
- ან ლეპაჯარვი – პრეზიდენტი, European Journalism Training Association (ფინეთი)
- კარსტენ ფონ ნამენი – DW Akademie-ს მმართველი დირექტორი (გერმანია)
- ლავალ იბრაჰიმი – Triumph Publishing Company-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, კანო (ნიგერია)
- ბოიანა იოვანოვიჩი – KRIK-ის რედაქტორის მოადგილე (სერბეთი)
- ანგელ პეტროვი – რეპორტიორი, Dnevnik (ბულგარეთი)
- ეერო ჰივონენი – მასობრივი მედიის საბჭოს თავმჯდომარე (ფინეთი)
- სვეტლანა პუსტოვიტი – კრეატიული დირექტორი (უკრაინა)
- ნადია ბედრიჩუკი – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი (უკრაინა)
- სერგეი ტომილენკო – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი (უკრაინა)