ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ - ონლაინ მედიის განცხადება

პუბლიკა

ონლაინგამოცემები და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას.

ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ. შექმნილი ვითარება – ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ნეტგაზეთი / ბათუმელები;
  • სტუდია „მონიტორი“;
  • პუბლიკა;
  • მთის ამბების / საქართველოს ამბები;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / მედიაჩეკერი;
  • ტაბულა;
  • oc-media;
  • jam-news;
  • on.ge;
  • Chai-khana;
  • kutaisipost.ge;
  • qartli.ge;
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი”;
  • მედია აპრილი;
  • სამხრეთის კარიბჭე ;
  • პროექტი 64;
  • სათემო რადიო „მარნეული”