ჟურნალისტების ზურა ვარდიაშვილისა და ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

პუბლიკა

„პუბლიკის“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილის, ასევე „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 30 მარტს ჩაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს შეატყობინეს.

2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

„პუბლიკის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დაარღვიეს.

ისინი შინაგან საქმრთა სამინისტროს შენობაში რამდენიმე საათი ჰყავდათ გადაყვანილი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი გამოუშვეს.