პარლამენტი ჟურნალისტებს და აპარატის თანამშრომლებს დაატოვებინეს

პუბლიკა

პარლამენტი ჟურნალისტებს და აპარატის თანამშრომლებს დაატოვებინეს.

როგორც „პუბლიკას” პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, ამის მიზეზი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო დღე დასრულდა და შენობა ყველა დეპუტატმა დატოვა.

ასევე, პარლამენტის პრესსამსახურში თქვეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტების და აპარატის თანამშრომლების გადაადგილება უნდა მოხდეს უსაფრთხოდ.