ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ქაშიაშვილი გამოკითხვაზე ხვალ 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას ადვოკატთან ერთად გეგმავს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ქაშიაშვილის გამოკითხვა, „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. გუშინ „შაბათის ფორმულას“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა. როგორც „ფორმულა“ წერს, მათ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.