ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის გასაშუქებლად კვლავ არ შეუშვეს

პუბლიკა

BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გაეშუქებინა, ისევ არ შეუშვეს.

იქამდე, თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში 12 სექტემბერს არ შეუძვეს.

„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური…

მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე!

შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკე ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ – აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო – იყო პასუხი….

ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა“- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

მთავრობის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.