ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ცოლი, ოქსანა მასლაკი ავრცელებს.
ოლეგ პანფილოვს 2008 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა „ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის“. 2009 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა.