12 ნოემბერს გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გასული სიუჟეტის თანახმად, ჟურნალისტ დათო ქურდაძეს, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქემ მანქანა დააჯახა.
როგორც „პუბლიკას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია მოკვლევა და ჟურნალისტი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყებაში არ გვპასუხობენ, იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომელიც საჭესთან იჯდა.
„ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტი ფულის სავარაუდო გათეთრების რუსულ სქემას ეხებოდა.
„ჩვენ ვამზადებდით სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა რუსეთიდან გზავნილების მიღებას და კონკრეტულ გზებს, თუ როგორ შოულობენ რუსები საქართველოში ფულს. წავაწყდით რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც შეკითხვის დასმის შემდეგ გამოიჩინა მაქსიმალური აგრესია ჩემ მიმართ და მიზანმიმართულად დამაჯახა მანქანა“, – ამბობს „ფორმულასთან“ ჟურნალისტი დათო ქურდაძე.