ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ „რუსთავი 2-ს" სასამართლო დავა მოუგო

პუბლიკა

„მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს” სასამართლო დავა მოუგო.

მის ინტერესებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იცავდა.

“ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. სასამართლომ „რუსთავი 2-ს” მისი ყოფილი ჟურნალისტისთვის მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა”. – აცხადებს ორგანიზაცია.

ნათია ტრაპაიძემ „რუსთავი 2″ 2019 წლის აგვისტოში, ჟურნალისტების დიდ ნაწილთან ერთად დატოვა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა და მენეჯმენტი შეცვალა – არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.