„მედია აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა.
ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 ადამიანი.
დაკავებულთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ, მათგან 36 დააჯარიმეს.
დასრულებული 74 საქმიდან, 36 ადამიანი დააჯარიმეს, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
4 ადამიანს მისცეს შენიშვნა.
სხვა დაკავებულების პროცესები სასამართლოში გრძელდება.