ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ მზია ამაღლობელის საქმეზე განგაშის სიგნალი გამოსცა – განგაშის სიგნალი არის პირველი დონის, რაც ჟურნალისტების დაკავებას მოიცავს და აღნიშნულია, რომ საფრთხე სახელმწიფოსგან მომდინარეობს.
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა აერთიანებს მედიის უფლებებზე მომუშავე ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, სამართალი ჟურნალისტებისთვის ფონდი. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მედიის თავისუფლების ხელშეწყობას და ჟურნალისტთა დაცვის უზრუნველყოფას ევროპის მასშტაბით. პლატფორმა მონიტორინგს უწევს და აღრიცხავს ჟურნალისტებსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.