დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. ბრალდებული 2008 წელს დაბადებული გ.ნ-ია.
უწყების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.