დმანისში ორი ადამიანი დაჭრეს

პუბლიკა

დმანისში ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.