დმიტრი პესკოვი რუსულ კანონზე: მისი „რუსულ პროექტად" მიჩნევა აბსურდულია

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონზე ამბობს, რომ მისი „რუსულ პროექტად” მიჩნევა აბსურდულია.

„რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, საქართველოში სიტუაციის ეს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ და მწვავე რეაქციას მსგავს გეგმებზე. მაგრამ, უბრალოდ მარტივად უნდა ავხსნათ: აბსურდია ამის „რუსულ პროექტად მიჩნევა“. – აცხადებს ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი.

მან ასევე დასძინა, რომ „პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხო ქვეყნის აგენტებთან ბრძოლის მსგავსი მეთოდი დანერგა, აშშ-ია“.

პესკოვისვე თქმით, „ახლა ყველა ქვეყანა, პრაქტიკულად, ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ.

„ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“. – ამბობს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი.