უკრაინის ქალაქს დნეპრზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია რეგიონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა გაავრცელა. მისივე ცნობით, კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა ქალაქ სამარაში.
„თავდასხმის შედეგად რეგიონში თითქმის 300 ადამიანი დაშავდა“, – წერს ლისაკი Telegram-ზე.
თავდასხმას დნეპრში ნგრევა მოჰყვა, ლისაკი წერს, რომ დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობები, მანქანები, ასევე სამგზავრო მატარებელი.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.