დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

პუბლიკა

დნიპროში რუსეთის მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი .

კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის – 14 ბავშვი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.