დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ 3 ადამიანს ისევ ეძებენ

პუბლიკა

უკრაინაში, დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის თქმით, ჯერ კიდევ ეძებენ 3 ადამიანს, რომელიც იმ დროს კლინიკაში უნდა ყოფილიყვნენ. აფეთქების ადგილას ადამიანის სხეულის ნაწილებიც იპოვეს.

თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულებს შორის არიან ექიმები და მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ლისაკის ინფორმაციით, 13 დაშავებული საავადმყოფოში რჩება, 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა დნიპროში სამოქალაქო ობიექტებს ბალისტიკური რაკეტა ესროლა. სამედიცინო დაწესებულების ნაწილი დაინგრა, დაზიანდა მის ირგვლივ მდებარე ათობით შენობა, ცეცხლი გაჩნდა ვეტერინარულ კლინიკაშიც.

კიევში აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ მშვიდობიანი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაბობმა გამიზნულად და მორიგი დანაშაული ჩაიდინა. დნიპროში 27 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.