დოკუმენტი მისაღებია და ჩემი პარტიის სახელით მზად ვართ ხელი მოვაწერო | სამნიძე

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის ხათუნა სამნიძის თქმით, დოკუმენტში, რომელიც დღეს მედიატორებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზებს „არის პოზიტიური პროგრესი“.

„პოტიზიუტირია პროგრესი იმ თვალსაზირისით რომ არის ჩანაწერი იმაზე თუ როგორ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და ასევე ჩანაწერია ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხზე. ჩანაწერი არის მკაფიო და არის გზები დასახული როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. დოკუმენტი მისაღებია და რესპუბლიკური პარტიის სახელით მზად ვართ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს, თუმცა ამისთვის ხელისუფლების მხრიდან მზაობაა საჭირო.

დოკუმენტში საუბარია 43 პროცენტზე, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოცანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“ – განაცხადა ხათნა სამნიძემ.

ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლები არ მივიდნენ. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე გააკეთა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.

ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.