დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19-ის“ ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.