დონალდ ტრამპი დააკავეს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდეტი დონალდ ტრამპი დააკავეს. ამის შესახებ CNN წერს.

დონალდ ტრამპი სასამართლოში დაკავეს და ფორმალურად პატიმრობაში დარჩება  სასამართლო სხდომამდე, რომელიც დღეს გაიმართება. დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ზე დაწერა, რომ ის მიდიოდა დაკითხვაზე მანჰეტენის რაიონული პროკურატურის ოფისში.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ტრამპის ბრალდების ტექსტი დალუქულია და მის გახსნას დღეს მოელიან, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მსახიობ სტორმი დანიელისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას.

დონალდ ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

საერთაშორისო მედიაში ინფორმაცია ტრამპის დაკავების შესახებ განახლებადია და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.