პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ლონდონში დღეს გამართულ შეხვედრას ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა არა მხოლოდ ბრიტანეთი და ევროკავშირი, არამედ მთლიანად ევროპა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.
მისი თქმით, „ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის ობიექტი, და ვინ დგას ევროპის მხარეს”. ამასთან, ტუსკმა თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეტი პასუხისმგებლობის აღებას ევროპული ქვეყნების მხრიდან სამხედრო და თავდაცვის დაფინანსების კუთხით.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი NATO-ში ყველაზე მეტს – მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-ს ხარჯავს და ბედნიერია, რომ სხვა ქვეყნებიც გააკეთებენ მეტს, ვიდრე სიტყვები და დეკლარაციებია, რატა დაფინანსება გაზარდონ”.
მან ასევე უარყო ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი განხეთქილების შესახებ ნებისმიერი მოსაზრება.
“ჩვენ არ შეგვიძლია, ეს დავუშვათ”. – თქვა დონალდ ტუსკმა.
რაც შეეხეა ევროპული საბჭოს სამიტს, რომელიც 6 მარტს უნდა გაიმართოს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ფრთხილი ოპტიმიზმით ელოდება, რომ გაიგზავნება ძალიან ნათელი იმპულსი, რომელიც პუტინს და რუსეთს აჩვენებს, რომ დასავლეთში არავინ აპირებს, მათ აგრესიას და შანტაჟს დაემოირჩილოს”.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ მოკავშირეებს სჭირდებათ სამშვიდობო მოლაპარაკებების უფრო განვითარებული გეგმა. მისი განცხადებით, ასევე საჭიროა ფორმატი, რომელშიც ევროპა, თურქეთი და კანადა ერთად ჩაერთვებიან რუსეთთან მოლაპარაკებების გეგმაში.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ განუხილავთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და მიუთითა, რომ მკაცრად სავალდებულო უნდა იყოს, ნებისმიერმა ასეთმა განცხადებამ არ შექმნას „უსაფრთხოების ცრუ ილუზია”.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს არ ჰქონია უკრაინაში ჯარების განთავსების განზრახვა.
პოლონეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, „მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კარგი იდეაა”. ტუსკის თქმით, ზოგ ლიდერს ეშინია, რომ ეს გავლენას მოახდენს ევროზე ან საბანკო სისტემაზე.
„პოლონეთი ამას ძალიან მკაცრად ითხოვს. მაგრამ ჩვენ არ ვართ ევროზონაში და ჩვენი ხმა გადამწყვეტი ვერ იქნება”. – თქვა ტუსკმა.