დონეცკი და ლუჰანსკი მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეთ - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, მან დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარა. დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების თითქმის ორ მესამედს კი აქამდე ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებს.

ჩვენ ვაღიარეთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს, რომ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის, კონსტიტუცია. ხოლო მათ კონსტიტუციაში გაწერილია დონეცკისა და ლუჰანსკის ის საზღვრები, როცა ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამის მიუხედავად, მათი პოზიციაა,  რომ საძრვრების შესახებ უთანხმოება უკრაინასა და ამ „რესპუბლიკებს“ შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. თუმცა, დასძენს, რომ ახლა ეს „სამწუხაროდ შეუძლებელია“, რადგან იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.